18 მაისი 2024,   14:21
ვრცლად
იმედი გვაქვს პრეზიდენტი ყველა იმ მანკიერ მხარეს გამოავლენს, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში ხდება-ოპოზიცია პრეზიდენტის ანგარიშზე საუბრობს

პოლიტიკური დებატებისთვის ემზადება ოპოზიცია. საპარლამენტო უმცირესობაში ამბობენ, რომ პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, მათი მხრიდან აქცენტი ქვეყანაში არსებულ რთულ ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე გაკეთდება.

ევროპული საქართველო აპირებს, დღევანდელ პოლიტიკურ დებატებში ისაუბროს ხალხის გაჭირვებაზე, ფასების ზრდაზე, უმუშევრობაზე, ყველა იმ საკითხზე, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს დღევანდელ ეკონომიკურ კრიზისში, როცა სახეზე გვაქვს ხალხის გაღარიბება და უკიდურესი გაჭირვება,“ - აცხადებს ევროპული საქართველოს წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ადამიანის უფლებები, მედიისა და სასამართლოს თავისუფლება და ადმინისტრაციული რესურსის უხეში გამოყენება - ეს იქნება საკითხები, რომელზეც  პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნიდან ისაუბრებენ ნაციონალური მოძრაობის წევრები.

 „ძალაუფლებით, ადმინისტრაციული რესურსით და ფულით მათ უნდათ, რომ დარჩნენ დიდხანს ხელისუფლებაში. არავითარი სახელმწიფო ინტერესები არ არის იმაში, რომ შეიზღუდოს მედია ან კარგად მოუსმინონ ხალხს ან პრეზიდენტს ჩამოართვან მისი უფლებამოსილება და გაუქმდეს მისი პირდაპირი არჩევნები. ეს არის ძალაუფლებისათვის ბრძოლის ძალიან უხეში და არაწესიერი ფორმა და იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი იტყვის პირდაპირ სიმართლეს და ყველა იმ მანკიერ მხარეს გამოავლენს, რაც ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში ხდებოდა,“ - განაცადა რომან გოცირიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები