18 მაისი 2024,   14:02
ვრცლად
პუტინის პასუხი ტრამპს - ეს აზარალებს რუსეთ-ამერიკის ურთიერთოებებს

"აშშ-ის სამხედრო იერიში არის აგრესია, რომელიც აზარალებს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას," - ასე აფასებს რუსეთის ხელისუფლება ოფიციალური ვაშინგტონის გადაწყვეტილებას სირიაზე სამხედრო იერიშის მიტანის შესახებ.

ვლადიმერ პუტინის ეს პოზიცია ჟურნალისტებს მისმა პრესპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, გააცნო.  

"პრეზიდენტი პუტინი ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დარტყმა სირიაზე ეს არის აგრესია სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა გამოგონილი მიზეზით," - განაცხადა პესკოვმა. 

პესკოვის მტკიცებით, სირიის არმიას არ გააჩნია ქიმიური იარაღის მარაგი. 

"ვაშინგტონის ეს ნაბიჯი არსებითად აზიანებს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს, რომელიც ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაში იყო," - ამბობს ვლადიმერ პუტინის პრეს-სპიკერი. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები