18 მაისი 2024,   18:17
ვრცლად
პრეზიდენტის ანგარიში - საპარლამენტო უმრავლესობა დაგეგმილ და უკვე გატარებულ რეფორმებზე ისაუბრებს

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში რამდენიმე წუთში დაიწყება.  გიორგი მარგველაშვილი უკვე მივიდა საკანონმდებლო ორგანში.  

როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, პრეზიდენტი ისარგებლებს იმ დროით, რა დროსაც ის მიზანშეწონილად მიიჩნევს იმისათვის, რომ მან წარადგინოს თავისი ხედვა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.

გიორგი კახიანის თქმით, გამოსვლას  მოჰყვება ორ საათიანი შესვენება შემდეგ კი დაიწყება დებატები.  

„ეს იქნება ის დრო, რათა მოხდეს ანალიზი იმ აქცენტებისა, რომელსაც პრეზიდენტი აკეთებს თავის გამოსვლაში. ამის შემდეგ დაიწყება დებატები. მე მოვლენებს არ გავასწრებ, დაველოდები პრეზიდენტის გამოსვლას და მხოლოდ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ შეიძლება კონკრეტული დასკვნების გაკეთება,“ - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ქვეყანაში გატარებულ რეფორმებზე გაამახვილებს ყურადღებას საპარლამენტო უმრავლესობა. ვიცესპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ხედვის მოსმენის შემდეგ, საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ყველა ფრაქციას ექნება.

 

დღის ამბები