18 მაისი 2024,   20:16
ვრცლად
საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა დაიწყო

საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრეზიდენტის რიგით მეოთხე წლიური ანგარიში დაიწყო. გიორგი მარგველაშვილი დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოდის.

ანგარიშის წარდგენამდე გაიმართა სამმხრივი შეხვედრა პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრს შორის. ამ შეხვედრის შესახებ ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ.

„გაიმართება საპარლამენტო დებატები, ასეთ გადაწყვეტილება იქნა მიღებული პარლამენტის ბიუროს მიერ. ამ დებატების ფორმატში გამოვლენ როგორც უმრავლესობის ასევე ოპოზიციის  წარმომადგენლები და იმედია, რომ საინტერესო დებატები შედგება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.

ეს ყველაფერი იქნება პირველ რიგში დამოკიდებული პრეზიდენტის მოხსენებაზე. მოხსენების გარშემო უნდა აიგოს პირველ რიგში დებატების შინაარსი, აქედან გამომდინარე ჩვენ დაველოდებით მოხსენების შინაარსი და ამის საფუძველზე განისაზღვრება საპარლამენტო დებატებში შინაარსი.

ჩვენ გვქონდა ძალიან მოკლე შეხვედრა მოხსენების წინ, ბუნებრივია მოხსენების დეტალებზე ჩვენ არ გვისაუბრია.

რაც შეეხება მთლიანად დღევანდელი დღის ფორმატს, მოხსენება შედგება, მოისმენენ ამ მოხსენებას მთავრობის წარმომადგენლები, რომლებიც ესწრებიან პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღევანდელ სხდომას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები