18 მაისი 2024,   22:10
ვრცლად
თბილისში პოლიციის მოპირდაპირედ მდებარე აფთიაქი გაძარცვეს

თბილისში, ხუდადოვის 99-ში მდებარე აფთიაქი მიკო გაძარცვეს. ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავი2-ს აფთიაქის თანამშრომლებმა დაუდასტურეს.

დილით სამსახურში მისულ ფარმაცევტებს აფთიაქის კარი დაზიანებული დახვდათ, რის შემდეგაც მათ პოლიცია გამოიძახეს. 

შსს-ს ინფორმაციით, ქურდობა ღამით მოხდა და წაღებულია თანხა. თუმცა, სამინისტროს პრესსამსახურში რუსთავი2-ს არ დაუკონკრეტეს, რა ოდენობის თანხაზეა საუბარი.  

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმეს გლდანი-ნაძალადევის პოლიცია იძიებს. 

აფთიაქი მიკო, რომელიც ღამით გაძარცვეს პოლიციის განყოფილების მოპირდაპირედ მდებარეობს.

დღის ამბები