18 მაისი 2024,   13:08
ვრცლად
იმედი მაქვს, დადგება დრო, როდესაც საქართველოში ხელოვნურად აღმართული კედლებიც დაინგრევა - გიორგი მარგველაშვილი

“დადგება დრო, როდესაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან გახლეჩილი საზოგადოება გაერთიანდება,“ - საქართველო პრეზიდენტი პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართავს.

“მინდა, მივმართო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს - ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბერლინის კედელი დაინგრეოდა და გაერთიანებული გერმანიის ლიდერი აღმოსავლეთ გერმანიის მკვიდრი გახდებოდა. იმედი მაქვს, დადგება დრო, როდესაც საქართველოში ხელოვნურად აღმართული კედლებიც დაინგრევა და ერთიანი საქართველოს ლიდერი კედლის მიღმა მცხოვრები საქართველოს მოქალაქე გახდება. დადგება დრო, როდესაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან გახლეჩილი საზოგადოება გაერთიანდება, როდესაც ქართველები, აფხაზები, ოსები შევძლებთ, ვიპოვოთ ეს გამაერთიანებელი, როდესაც დევნილები უსაფრთხოდ დაბრუნდებიან,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

დღის ამბები