18 მაისი 2024,   15:59
ვრცლად
მიმაჩნია, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური მხოლოდ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას უნდა ემსახურებოდეს - პრეზიდენტი

"ძლიერ, პროფესიულ არმიასთან ერთად, ქმედუნარიანი სამხედრო რეზერვისა და მობილიზაციის სისტემა, თავდაცვისუნარიანობის მნიშვნელოვანი შემადგენელია," - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

გიორგი მარგველაშვილმა რეზერვისა და მობილიზაციის განახლებულ კონცეფციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ  სამხედრო სავალდებულო სამსახური მხოლოდ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას უნდა ემსახურებოდეს.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ სხვა სახელმწიფო უწყებებმა იმ ფუნქციების განსახორციელბლად, რომლებსაც დღეს წვევამდელები ახორციელებენ, უნდა გამონახონ ალტერნატიული რესურსები. 

„გასულ წელს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე მხარი დავუჭირე თავდაცვის სამინისტროში განსახორციელებელ რეფორმებს. რეფორმების განხორციელებაში და თავდაცვისუნარიანობის აღმშენებლობაში გვეხმარება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა“ და ნატო-ს მიერ მხარდაჭერილი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი.

"ძლიერ, პროფესიულ არმიასთან ერთად, ქმედუნარიანი სამხედრო რეზერვისა და მობილიზაციის სისტემა თავდაცვისუნარიანობის მნიშვნელოვანი შემადგენელია. ჩვენ განვიხილეთ თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „სამხედრო ძალების რეზერვის განვითარებისა და მართვის კონცეფცია”. მიმაჩნია, რომ კონცეფცია მხარდასაჭერია და დაიმსახურებს საზოგადოების მოწონებას. სწორედ რეზერვისა და მობილიზაციის განახლებული კონცეფციის ჭრილში ვხედავ სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენის საკამათო საკითხის საბოლოო გადაწყვეტას.

"მივესალმები განახლებულ მიდგომას, როდესაც თითოეული ახალწვეული გაივლის საწყისი საბრძოლო მომზადების სამთვიან კურსს. მაგრამ მიმაჩნია, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური მხოლოდ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას უნდა ემსახურებოდეს და ამიტომ სხვა სახელმწიფო უწყებებმა იმ ფუნქციების განსახორციელბლად, რომლებსაც დღეს წვევამდელები ახორციელებენ, უნდა გამონახონ ალტერნატიული რესურსები.

"კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა ვუთხრა ქართველ მებრძოლებს და მათ ოჯახებს სამშობლოს სამსახურში თავდადებისთვის. ქართველი ჯარისკაცი აძლიერებს ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტს და არის ერთიანი, ძლიერი, თავისუფალი სახელმწიფოს გარანტი. ქართველი მებრძოლის ღვაწლი შეუფასებელია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე," - განაცხადა პრეზიდენტმა. 

დღის ამბები