18 მაისი 2024,   19:15
ვრცლად
მივმართავ ელჩებს, იყავით ჩვენი ხმა ნატოს მომავალ სამიტზე! - გიორგი მარგველაშვილი

ამ წუთებში საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის რიგით მეოთხე ანგარიშს უსმენს. პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა საკანონმდებლო ორგანოში ცოტახნის წინ დაიწყო. გიორგი  მარგველაშვილმა საქართველო-ნატოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პრეზიდენტმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართა და მოუწოდა, „იყვნენ საქართველოს ხმა ნატოს მომავალ სამიტზე“. 

„ნატო-ს ვარშავის სამიტზე პრიორიტეტად შენარჩუნდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსეპქტივა, ასევე საქართველო, შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიული დიალოგის მონაწილედ მიიწვიეს.

"შავი ზღვის უსაფრთხოება საქართველოში იწყება. უსაფრთხო შავი ზღვა კი რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის და გრძელვადიანი მშვიდობის წინაპირობაა. სწორად ამიტომაა აუცილებელი საქართველოს აქტიური ჩართულობა შავ ზღვაზე უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობაში.

"ბრიუსელის სამიტის ფორმატიდან გამომდინარე, საქართველო სამიტზე არ ექნება წარმოდგენილი. მივმართავ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ხელმძღვანელებს და მათ წარმომადგენლებს ჩვენს ქვეყანაში, პატივცემულ ელჩებს, - იყავით ჩვენი ხმა ნატოს მომავალ სამიტზე. ევროპული უსაფრთხოება მათ შორის საქართველოს და შავი ზღვის უსაფრთხოებით განისაზღვრება,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები