18 მაისი 2024,   21:46
ვრცლად
სასამართლო სფეროში კრიზისია - გიორგი მარგველაშვილი 

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებასა და კრიზისზე საუბრობს. განცხადება პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ საჭიროა მაღალავტორიტეტულ ევროპელ ექსპერტთა მისია, რომელიც სასამართლო კრიზისის ზუსტ მიზეზებს გამოკვეთს და დაეხმარება ქვეყანას გამოსავლის ძიებაში.

პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია მოსამართლეთა მეტი დაცულობა და დამოუკიდებლობა.

მარგველაშვილი ამბობს, რომ  სასამართლო სისტემის მეტი დემოკრატიულობა, მისი  არაერთი პოლიტიკური განცხადების, თუ ნაბიჯის საფუძველი გახდა. 

„გვჭირდება მაღალავტორიტეტულ ევროპელ ექსპერტთა მისია, რომელიც სასამართლო კრიზისის ზუსტ მიზეზებს გამოკვეთს და დაგვეხმარება გამოსავლის ძიებაში.

"პოლიტიკოსებს გვყავს მხარდამჭერები, მაგრამ გვყავს კრიტიკოსებიც. დემოკრატიული სახელმწიფოს აქსიომაა, რომ კრიტიკოსებს ჰქონდეთ თავიანთი შეხედულების მტკიცების უფლება როგორც საჯაროდ, ასევე სამართლებრივად. სწორედ ასე მთლიანდება საზოგადოება - სხვისი პოზიციის მოსმენის უნარით და ობიექტურ სამსჯავროზე სამართლის პოვნის იმედით.

"სასამართლო სისტემა ჩემი მუდმივი ზრუნვის საგანია. მოსამართლეთა მეტი დაცულობა და დამოუკიდებლობა, სასამართლო სისტემის მეტი დემოკრატიულობა, ჩემი არაერთი პოლიტიკური განცხადების, თუ ნაბიჯის საფუძველი გახდა. თუმცა, ამ პროცესის მთავარი აქტორები თავად მოსამართლეები უნდა იყვნენ.

"ბრძოლა სასამართლოს თავისუფლებისთვის უნდა მიმდინარეობდეს თითოეულ სასამართლოში, თითოეულ დარბაზში, მოსამართლის კაბინეტსა, თუ სათათბირო ოთახში. ეს ტვირთი ყველამ უნდა აიღოს თავის თავზე. სამწუხაროდ, თავად მოსამართლეთა კორპუსი ამ საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობას სრული დუმილით ხვდება. ბოლო დროს საერთო სასამართლოებში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ამ სფეროში კრიზისია.

"შემოდგომაზე მე ვახსენე ამ კრიზისის გადაწყვეტაში ევროპის კავშირის ექსპერტთა მისიის ჩართულობის აუცილებლობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩვენ გვჭირდება მაღალავტორიტეტულ ევროპელ ექსპერტთა მისია, რომელიც სასამართლო კრიზისის ზუსტ მიზეზებს გამოკვეთს და დაგვეხმარება გამოსავლის ძიებაში.

"სასამართლო სისტემის უკვე ტრადიციად ქცეული სირთულეების ფონზე, უმნიშვნელოვანესი იქნებოდა ყველაზე თამამი და არაორდინალური მოსაზრებების მოსმენა, სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში. ვფიქრობ, თუ ეს იდეები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან კოორდინაციაში ჩამოყალიბდება, რევოლუციურ გარდატეხას შეიტანდა სასამართლო სისტემის ფუნქციონირებაში.

"მოქალაქე დაუცველია, თუ მას არ აქვს სამართლიანი სასამრთლოს უფლება. მოქალაქე დაუცველია, როდესაც ხელყოფილია მისი უფლება ილოცოს, როდესაც მას ამცირებენ ეთნიკური წარმომავლობის გამო. მოქალაქე დაუცველია, როდესაც მას სდევნიან მისი განსხვავებულობის გამო, როდესაც მას ჩაგრავენ სექსუალური ორიენტაციის გამო. მოქალაქე დაუცველია, როდესაც მას არასათანადოდ ეპყრობიან სამართალდამცავები, როდესაც მას დევნიან პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით, როდესაც მასზე ძალადობს ის, ვისაც მისი დაცვა ევალება, როდესაც მისი პირადი ცხოვრება არ არის ხელშეუხებელი, როცა მას უკანონოდ უსმენენ. სახელმწიფოს უსაფრთხოება დაუცველია, სანამ არ არის დაცული ქვეყნის ყველა მოქალაქე,” - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები