18 მაისი 2024,   15:31
ვრცლად
სახალხო დამცველის ანგარიშის ანალიზი და გათვალისწინება ბევრ საფრთხეს აგვაცილებს - გიორგი მარგველაშვილი

სახალხო დამცველის ინსტიტუტის შესახებ საუბრობს საქართველოს პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, სახალხო დამცველი კონსტიტუციური თანამდებობაა და მის მიერ წარმოდგენილ ანგარიშზე ადეკვატური რეაგირება, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია.

„უახლოეს ხანში თქვენ ამ ტრიბუნიდან სახალხო დამცველი მოგმართავთ მოხსენებით, რომელშიც ბევრ პრობლემურ საკითხზეა გამახვილებული ყურადღება. სახალხო დამცველი კონსტიტუციური თანამდებობაა და მის მიერ წარმოდგენილ ანგარიშზე ადეკვატური რეაგირება სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, სახალხო დამცველის ანგარიშის ანალიზი და გათვალისწინება ბევრ საფრთხეს აგვაცილებს. გვახსოვდეს, ერთეულ გადაცდომაზე მკაცრი რეაგირება თავიდან აგვარიდებს მახინჯი შემთხვევების, სახელმწიფოებრივად საშიშ ტენდენციებად ჩამოყალიბებას. 

"გვახსოვდეს, ასეულობით ჩვენი მოქალაქე ელოდება რეაგირებას სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების, უკანონო პატიმრობის, სამართლიანი სასამართლოს შეზღუდვის, ხანდაზმულების, ბავშვების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დარღვევის, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის, გარემოზე დამაზიანებელი ზემოქმედების თუნდაც ერთეულ შემთხვევებზე.

"მცდარია შეხედულება, თითქოს პოლიტიკური რეაგირებისთვის აუცილებელია დანაშაულის სისტემურობა. პრევენცია ერთეული შემთხვევაზე პრინციპული რეაგირებით იწყება,“ - განაცხადა მარგველაშვილმა. 

 

დღის ამბები