18 მაისი 2024,   17:06
ვრცლად
ველოდები იმ დროს, როდესაც გამარჯვებული ძალა დაიწყებს მოკავშირეების და არა მტრების ძებნას - პრეზიდენტი ხელისუფლებას მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობას და პარლამენტს დიალოგისკენ და ინსტიტუციური თანამშრომლობისკენ მოუწოდებს და ხელისუფლების შტოებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე საუბრობს.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, ის ელოდება იმ დროს, როდესაც გამარჯვებული ძალა დაიწყებს მოკავშირეების და არა მტრების ძებნას.

პრეზიდენტი ამბობს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა საპარლამენტო არჩევნებიდან 5 თვის თავზე სერიოზულ პრობლემად იქცა.

მარგველაშვილის თქმით, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ უარი თქვა დიალოგზე და ჩაიკეტა საკუთარ თავში.

“გასული წლის ნოემბერში ახალ პარლამენტს მივმართე. მაშინ მოგახსენეთ, რომ ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნა აჩენდა ძალაუფლების კონცენტრაციის საფრთხეს, მაგრამ ამავდროულად აჩენდა თამამი რეფორმებისა და ინიციატივების შესაძლებლობებსაც.რა მივიღეთ რეალურად ხუთი თვის თავზე? სავარაუდო საფრთხე იქცა სერიოზულ პრობლემად,ხოლო რეფორმების დინამიკა არაა შთამბეჭდავი. სამწუხაროა, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ პრაქტიკულად უარი თქვა დიალოგზე და ჩაიკეტა საკუთარ თავში. ამ ფონზე მისასალმებელია გადაწყვეტილება, დღევანდელი დებატების გამართვის თაობაზე.

"მე არაერთხელ მითქვამს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის სამსახურში ვარ და ყველა ამომრჩევლის პრეზიდენტი ვარ. ზუსტად ასევე თქვენც, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ყველას მინისტრები და დეპუტატები ხართ და მე ველოდები იმ დროს, როდესაც გამარჯვებული ძალა დაიწყებს მოკავშირეების და არა მტრების ძებნას. რადგან მჯერა, რომ ყველაზე მაღალი ამბიცია, რაც შეიძლება პოლიტიკოსს ჰქონდეს, ეს ქვეყნისა და საზოგადოების გამთლიანებაა. ამიტომ, არაერთხელ მოგიწოდეთ და დღესაც მოგიწოდებთ დიალოგისკენ, ინსტიტუციური თანამშრომლობისკენ,“ - განაცხადა პრეზიდენტმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები