18 მაისი 2024,   18:17
ვრცლად
დაცული სახელმწიფო არის სახელმწიფოებრიობის ქვაკუთხედი - გიორგი მარგველაშვილი

„დაცული სახელმწიფო არის სახელმწიფოებრიობის ქვაკუთხედი," - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

პრეზიდენტის თქმით, დისკუსიის შედეგად უნდა შევთანხმდეთ ეროვნული უსაფრთხოების ერთიან მიდგომაზე, რომლის განხორციელება სახელმწიფოს, შეიარაღებულ ძალებს და საზოგადოებას, ერთიან თავდაცვით სისტემად აქცევს

„დაცული მოქალაქე, დაცული საზოგადოება, დაცული სახელმწიფო არის სახელმწიფოებრიობის ქვაკუთხედი. სახელმწიფოს უსაფრთხოება იწყება იმ განცდიდან, რომელიც აერთიანებს საზოგადოებას, როგორც ტერიტორიის, ისე მისი ღირებულებებისა და ინტერესების, ცხოვრების წესის ირგვლივ. სწორედ ეს თანხმობა აყალიბებს უნარს, შევეწინააღმდეგოთ დამპყრობელს.

"თანამედროვე გამოწვევების, საფრთხეების და ასევე რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები და მთლიანად საზოგადოება ქვეყნის უსაფრთხოების ერთიან ხედვასთან დაკავშირებით გავერთიანდეთ. სწორედ ეროვნული უსაფრთხოების ერთიანი მიდგომის ჩამოსაყალიბებლად დავავალე ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს, დაეწყო საჯარო დისკუსიები.

"ამ დისკუსიის შედეგად ჩვენ შევთანხმდებით ეროვნული უსაფრთხოების ერთიან მიდგომაზე, რომლის განხორციელება სახელმწიფოს, შეიარაღებულ ძალებს და საზოგადოებას, ერთიან თავდაცვით სისტემად აქცევს. პარალელურად, უნდა განახლდეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, შემუშავდეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია და დაიხვეწოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

დღის ამბები