18 მაისი 2024,   22:09
ვრცლად
პრეზიდენტი მედიასივრცეში სახიფათო და გაუმჭვირვალე პროცესებზე საუბრობს

"თქვენი ძალა თქვენს ერთობაშია," - ამ სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტმა ქართული მედიის წარმომადგენლებს მიმართა.

ქვეყანაში არსებულ მედიაგარემოზე და მისი თავისუფლების მნიშვნელობაზე პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილმა  პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობასთან ერთად, მედიასივრცეში არსებული სახიფათო და გაუმჭვირვალე პროცესების დასრულებას საერთაშორისო საზოგადოებაც აქტიურად ელოდება.

„მინდა, მივმართო ქართულ მედიასაც: თქვენ ასაჯაროებთ დემოკრატიის წყაროს - ხალხის ხმას; თქვენ აკონტროლებთ ხელისუფლებას და აკრიტიკებთ გადაცდომებს; თქვენ ქმნით საზოგადოებრივ აზრს! ეს ნიშნავს, რომ თქვენ, ქართული მედია, რეალურად ჩამოყალიბდით, როგორც მეოთხე ხელისუფლება და თქვენი, ქართული მედიის, როგორც შემდგარი ხელისუფლების შტოს ეფექტიანი მუშაობა თავისუფალ გარემოში აუცილებელია სახელმწიფოს სწორი ფუნქციონირებისთვის.

"ჩვენ ვნახეთ, რამდენად კონსოლიდირებულნი იყავით, როდესაც რამდენიმე თქვენთაგანს საფრთხე შეექმნა. ჩვენ ვნახეთ, რამდენად ეფექტიანად მოახდინეთ არამხოლოდ კოლეგების, არამედ, ქართული საზოგადოების გაერთიანება დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპის - სიტყვის თავისუფლების დასაცავად.

"მედიაში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადად გამოკვეთა, რომ თქვენი ძალა თქვენს ერთობაშია. მე ვისურვებდი, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეთ. მზად ვარ, დაგეხმაროთ ეფექტური დიალოგის გაღრმავებაში სისტემური და კომპლექსური გაძლიერებისთვის.

"რაც შეეხება მედიის კუთხით არსებულ პრობლემებს, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, საერთაშორისო საზოგადოებაც აქტიურად ელოდება სახიფათო და გაუმჭვირვალე პროცესების დასრულებას მედიასივრცეში. დემოკრატია, მეტი დემოკრატია არის პასუხი ყველა პრობლემაზე,” - განაცხადა პრეზიდენტმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები