15 დეკემბერი 2024,   18:38
ვრცლად
ვისურვებდი, პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო უფრო ობიექტური - პრემიერი პრეზიდენტს აკრიტიკებს

საქართველოს პრემიერმინისტრი, პრეზიდენტის გამოსვლას აფასებს. გიორგი კვირიკაშვილი არ ეთანხმება გიორგი მარგველაშვილის შეფასებებს სასამართლო სისტემაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე.

კვირიკაშვილი ამბობს, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ პრეზიდენტის გამოსვლა უფრო ღრმა და ობიექტური იქნებოდა.

„მთელი რიგი მიმართულებები, როგორიც არის სასამართლო, როგორიც არის ეკონომიკური განვითარება, დემოკრატიის და დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარება ქვეყანაში, არამხოლოდ ჩვენი აზრით, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აზრით, საქართველოში არის შესამჩნევი პროგრესი. მე ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო უფრო მრავლისმომცველი, უფრო ღრმა და უფრო ობიექტური,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები