18 მაისი 2024,   19:58
ვრცლად
მინისტრთა კაბინეტი პრეზიდენტს სასამართლო სისტემის დარღვევებზე საუბრის გამო აკრიტიკებს

საქართველოს მინისტრთა კაბინეტი პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას აფასებს. მათი უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ პრეზიდენტმა სასამართლო სისტემაში ხარვეზებზე საუბარი და კრიტიკა დაუსაბუთებელი იყო.

საქართველოს ვიცეპრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე, პრეზიდენტს სიტყვით გამოსვლაში ინსტიტუციების უპატივცემულობაში ადანაშაულებს.

„ნამდვილად არ იყო მისასალმებელი პრეზიდენტის მხრიდან საუბარი სასამართლოზე იმ კონტექსტში, როგორც მან ისაუბრა. ეს იყო სახელმწიფო ინსტიტუციების უპასუხისმგებლობა,“ - აცხადებს კახი კალაძე.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა, ამნონს, რომ „კრიტიკული შეფასება იყო სრულიად დაუსაბუთებელი. მაგალითად, საუბარი იმაზე, რომ სასამართლოში არის კრიზისი, ჩემი აზრით, არის სრულიად უმართებულო და არც არის სწორი ამ მასშტაბის ტრიბუნიდან და ქვეყნის პირველი პირიდან“.

 

დღის ამბები