18 მაისი 2024,   21:07
ვრცლად
„ბატონო პრეზიდენტო, ვერ მივიღებ თქვენს შეფასებას, რომ სასამართლო სისტემა კრიზისშია"- სიმონ ნოზაძე

„ამერიკის რადარებზე ასე აქტიურად არასდროს დაფიქსირებულა ჩვენი ქვეყანა, როგორ ამ სამი თვის მანძილზე დაფიქსირდა,“- ამის შესახებ პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას ფრაქცია ქართული ოცნება-მრეწველების თავმჯდომარემ, სიმონ ნოზაძემ გააკეთა.

სიმონ ნოზაძის განცხადებით, ქართული ოცნების ხელისუფლებამ შეძლო უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში დასავლური სტანდარტების მიღწევა.

ნოზაძემ გიორგი მარგველაშვილს მიმართა და მას ქართული სასამართლო სისტემის შეფასება დაუწუნა.

„ბატონო პრეზიდენტო, ჩემი თქვენდამი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ვერ მივიღებ თქვენს შეფასებას, რომ სასამართლო სისტემა კრიზისშია. ქართული სასამართლო სისტემა კრიზისში არ არის, პროგრესირებს, ყველას გთხოვთ პატივისცემით მოვეპყროთ ინსტიტუციებს,“- განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

ნოზაძის თქმით, ქართული სპეცსამსახურები გამოწვევებს წარმატებით ართმევენ თავს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები