12 დეკემბერი 2024,   10:28
ვრცლად
ხმაური საკრებულოში - ნარმანიამ მოსამართლე ნაზღაიძის საქმესთან დაკავშირებულ შეკითხვებს არ უპასუხა

ამ წუთებში თბილისის მერი საკრებულოს წევრებისგან დასმულ შეკითხვებს პასუხობს. საკრებულოში დიდი ხმაური მოსამართლე ნატა ნაზღაიძის საქმესთან დაკავშირებულ საკითხს მოჰყვა.

ოპოზიციას აინტერესებს, რატომ მიიღო მერიამ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ერთი მილიონი ლარის ქონება მოსამართლოს ოჯახს გადაეცა.

ნარმანიამ ამ კითხვებს არ უპასუხა. მისი დაცვა კი მმართველის გუნდის წარმომადგენლებმა სცადეს. მათ ოპოზიციას ამ საკითხზე საუბარი არ დაასრულებინეს, რასაც ხმაური მოჰყვა.

ოპოზიციას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემაც უპასუხა და ოპოზიცია გააკრიტიკა საკრებულოს სხდომაზე მხოლოდ და მხოლოდ ნაზღაიძის საქმის წამოწევის გამო. 

დეპუტატების მხრიდან შეკითხვები თბილისის ზღვის განვითარების გეგმასაც შეეხო.

მათ იმ სავარაუდო საფრთხეებზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც, დეპუტატების თქმით, ამ გეგმის განხორციელებას სდევს თან.

ოპოზიცია ქალაქის მერისგან ასევე ითხოვდა პასუხს თბილისის მერის მიერ რეგლამენტის რამდენჯერმე დარღვევის მიზეზების გამო, როდესაც თბილისის მერი საკრებულოში დეპუტატების მოთხონის მიუხედავად არ გამოცხადდა. 

დღის ამბები