18 მაისი 2024,   15:31
ვრცლად
კამპანია "კონსტიტუცია ყველასია" - პრეზიდენტი ილიას უნიერსიტეტში შეხვედრას გამართავს

კამპანია კონსტიტუცია ყველასია გრძელდება, დღეს პრეზიდენტის შეხვედრა ილიას უნიერსიტეტში გაიმართება.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ ხალხი მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში.

ისინი აპირებენ მთელი საქართველო მოიცვან და ყველა რეგიონში გაიმართოს მსგავსი დისკუსია.

„ცხადია მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციურ საკითხებზე იყოს გააქტიურებული უფრო მეტად დისკუსია. მათ შორის როდესაც კომისია დაასრულებს მუშაობის ერთ ეტაპს და გადავა საერთო სახალხო განხილვებზე, სწორედ ეს საზოგადოება, ვისაც პრეზიდენტი ხვდება, მათ შორის საკონსტიტუციო კომისიის წევრებთან ერთად, უფრო მეტად დაეხმარება ამ დისკუსიების უფრო მეტად დახვეწას, უფრო შინაარსობრივი მხარის მიცემას,“-აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.

დღის ამბები