19 მაისი 2024,   06:55
ვრცლად
"ნეგატიური ნაბიჯი"- სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას აფასებს 

პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვა, მათ შორის სასამართლოებთან მიმართებით მიუღებელია სამოქალაქო სექტორისთვის. ისინი ასევე არ იზიარებენ მოსაზრებას, რომ კონსტიტუციას უნდა დაემატოს განმარტება ოჯახის შესახებ, თუმცა მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ჩანაწერი ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე.

ამ საკითხს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო დღეს კიდევ ერთხელ დააყენებს საკონსტიტუციოს კომისიის სხდომაზე.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთელ რიგ საკითხებზე არ ეთანხმებიან მმართველ გუნდს და არ მოსწონთ საკონსტიტუციო ცვლილებების შეთავაზებული ვარიანტი, ამ ეტაპზე ისინი არ აპირებენ დატოვონ კომისია.

„უზენაესი სასამართლოს წევრების წარდგენის მხრივ და ასევე საკონსტიტუციოს წევრების დანიშვნის უფლებამოსილება ერთმევა პრეზიდენტს, რაც ნამდვილად ნეგატიური ნაბიჯია, რადგან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ფიგურა, რომელიც არ არის ხელისუფლების არც ერთ შტოს წევრი, მონაწილეობდეს ფორმირებაში და ის ასრულებდეს ერთგვარად არბიტრის ფუნქციას,“- განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს საპარლამენტო მდივანმა ლიკა საჯაიამ.

დღის ამბები