18 მაისი 2024,   15:15
ვრცლად
"41:0"-დავით ნარმანია საკრებულოს ოპოზიციასთან გამართულ დებატებს აფასებს

41-ით 0 - ასე შეაფასა თბილისის მერმა უმრავლესობისა და ოპოზიციის დაპირისპირება საკრებულო სხდომაზე, სადაც იგი წლიური ანგარიშით წარსდგა.

დავით ნარმანიამ სხდომის დასრულების შემდეგ ოპონენტები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სწორედ მოიქცა, როცა რამდენიმე თვის წინ არ მივიდა საკრებულოში, სადაც მას ოპოზიცია რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ნატალია ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონი ლარის კომპენსაციის გაცემის საკითხზე იბარებდა.

მისი შეფასებით, კანონი არ დარღვეულა და მიწა არა ნაზღაიძეს არამედ დაზარალებულ ჩოხელს გადაეცა კანონის დაცვით. დავით ნარმანია არ გამორიცხავს, რომ თბლისის მერად ისევ იყაროს კენჭი თუ ამას მმართველი გუნდი გადაწყვეტს.

„რატომღაც ჩვენს ოპონენტებს არ უნდათ ამ სიკეთეების დანახვა, რაც ქალაქში ხორციელდება, ისინი ცდილობენ, რომ ისევ სიცრუით ისაუბრონ იმაზე, რომ თითქოს ძალიან ბევრი კითხვები დასვეს და ამ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღეს. მათი მხრიდან ერთ ყველაზე აქტუალური კითხვა რაც დაისვა ე.წ. ნაზღაიძის საქმეს ეხებოდა, თუმცა ეს არის რეალურად მოქალაქე ჩოხელის საქმე, რომელთან დაკავშირებითაც მე ძალიან კონკრეტული პასუხი გავეცი, რომ ჩვენ სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეს ამოვუდექით გვერდში. დღევანდელი პოლიტიკური თამაში ჩვენ მოვიგეთ 41:0,“-განაცხადა დავით ნარმანიამ.

ოპოზიციის შეფასებით კი სხდომაზე მმართველმა გუნდმა მოაწყო წარმოდგენა, რადგან მათ არ ქონდათ პასუხები ოპონენტთა კრიტიკულ კითხვებზე.

„ამას ერქვა ნარმანიას და უმრავლესობის მიერ ცუდად დადგმული სპექტაკლი. დასკვნითი სიტყვის საშუალებაც კი არ იყო. ამას საშუალება არ ერქვა იმიტომ, რომ მიდიოდა სინქრონში ლანძღვა-გინება. რაც შეეხება ნარმანიას მოხსენებას, ეს იყო ლამაზად გაფორმებული სლაიდშოუ. არაფრის მთქმელი და ლიტონი სიტყვა,“-აცხადებს მამუკა ახვლედიანი.

დღის ამბები