18 მაისი 2024,   14:03
ვრცლად
"ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა" ხელისუფლებას ნარკოპოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებს

საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა ხელისუფლებას ნარკოპოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებს. ამ თემაზე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად დღეს კონფერენციას გამართავს.

სამოქალაქო სექტორს უკვე მზად აქვს საკანონმდებლო წინადადება და ინიციატივები, რომლითაც მათი აზრით ვითარება გაუმჯობესდება.

მათი აზრით, უნდა მოხდეს ყველანაირი ნარკოტიკურლი საშუალების მოხმარების და მცირე ოდენობით შეძენა-შენახვის ფაქტის დეკრიმინალიზაცია, სისხლის სამართლებრივი სანქციების შემსუბუქება და ნარკოტესტირების არსებული ფორმის ცვლილება.

„აუცილებელია ყველა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების დეკრიმინალიზაცია, ასევე ნარკოტიკული ნივთიერებების ოდენობების სამართლიანად განსაზღვრა და ზოგადად სისხლის სამართლებრივი სასჯელების ლიბერალიზაცია, თუმცა ამ ორი მიმართულების მიღმა არის პრევენციის და ჯანდაცვითი პროგრამების მთელი სპექტრი,“-აცხადებს გურამ იმნაძე.

დღის ამბები