18 მაისი 2024,   14:21
ვრცლად
ქორწინების დეფინიცია კონსტიტუციაში - საპარლამენტო ოპოზიცია ყურადღების გადატანის მცდელობაზე საუბრობს

კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხილვას საკონსტიტუციო კომისია დღეს ადამიანის უფლებათა მიმართულებით გააგრძელებს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება ქორწინების დეფინიცია და შესაბამისი ჩანაწერის კონსტიტუციაში ჩამატება.

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერის გაკეთებას ეწინააღმდეგება.

„ვენეციის კომისიასთან, როდესაც ამ საკითხზე საუბარი იყო, ცალსახად არ დაუჭირეს მხარი კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერის გაჩენას,“- განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი ტუღუშმა.

კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით ოპოზიციაში მმართველი გუნდის მიერ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაზე საუბრობენ.

„ქორწინების შესახებ დიდი ხანია ვამბობთ, რომ ეს უკვე გაწერილია საქართველოს კანონმდებლობაში და შესაბამისად, იმის აუცილებლობა, რომ ამის ირგვლივ მოხდეს დიდი ენერგიისა და პოლიტიკური რესურსის დახარჯვა, ვერ ვხედავთ,“- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ. 

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საზოგადოებაში არსებული განწყობები უნდა აისახოს კონსტიტუციაში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები