12 დეკემბერი 2024,   12:42
ვრცლად
"სტრასბურგის ავტორიტეტის ეჭვქვეშ დაყენება, საფრთხეს უქმნის ჩვენს იმიჯს"-არასამთავრობოები პარლამენტის თავმჯდომარეს პასუხობენ

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ეხმაურებიან.

ირაკლი კობახიძის ბრალდების ადრესატები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც არიან, რადგან, მიმართვა სტრასბურგის სასამართლოში მათაც გააგზავნეს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით,   უსაფუძვლოა განცხადებები იმის თაობაზე, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის მოხდენაა შესაძლებელი.

„სრულიად უსაფუძვლოა იმაზე საუბარი, რომ ევროპული სასამართლო შეიძლება მოექცეს რომელიმე ქვეყნის სამოქალაქო სექტორის ქვეშ. გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ ემყარებოდა ერთის მხრივ მედიის მნიშვნელობას და იმ რისკებს, რომელიც დაინახა სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმის განხილვის დროს,“-აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი სოფო ვერძეული.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში ამბობენ, რომ მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადებები, ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის იმიჯს.

„სტრასბურგის ავტორიტეტის ეჭვქვეშ დაყენება პირდაპირ უქმნის საფრთხეს ჩვენს იმიჯს და ინტერესებს გარეთ. ძალიან სამწუხაროა ამგვარი განცხადებების გაკეთება პარლამენტის თავმჯდომარისგან. ასეთ განცხადებები არის ერთ-ერთ კომპონენტი რაც ამ საქმეს პოლიტიკურ ელფერს სძენს,“-განაცხადა გიორგი გვილავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები