18 მაისი 2024,   09:27
ვრცლად
თეთრი სახლის პრესმდივანს უტაქტო რეპლიკისთვის ბოდიშის მოხდა მოუხდა

თეთრი სახლის პრესმდივანი კრიტიკის ობიექტი გახდა. ყოველდღიურ ბრიფინგზე შონ სპაისერმა განაცხადა, რომ ქიმიური იარაღი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჰიტლერსაც კი არ გამოუყენებია.

დარბაზში მყოფმა ჟურნალისტებმა მას ამ სიტყვების განმარტება მოსთხოვეს და შეახსენეს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს სწორედ ჰიტლერის ბრძანებით დახოცეს ათასობით ადამიანი გაზის კამერებში.

შონ სპაისერმა კი განაცხადა, რომ ასადი ქალაქებს ბომბავს, ჰიტლერს კი ხალხი ჰოლოკოსტის ცენტრებში მიჰყავდა. კრიტიკა სწორედ ამ ტერმინმა გამოიწვია, რის გამოც პრესსპიკერს უტაქტო რეპლიკისთვის ბოდიშის მოხდა მოუხდა. 

დღის ამბები