15 დეკემბერი 2024,   21:09
ვრცლად
პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, პარტიების განცხადებები გავლენას ახდენს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - გიორგი ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობაში იზიარებენ პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე პოლიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტი, ცდილობდნენ პოლიტიკური გავლენის მოხდენას სტრასბურგის სასამართლოზე.

გიორგი ვოლსკის განცხადებით, პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ პარტიების განცხადებები გავლენას ახდენს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

„წამყვანი ინსტიტუტების, პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, პარტიების განცხადებები, რასაკვირველია, გავლენას ახდენს სტრასბურგის სასამართლოს, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებაზე, იმის თაობაზე, რომ მართლაც რამე არ მოხდეს და ცუდად არ განვითარდეს პროცესები და აღსრულების შეჩერებაზე მოთხოვნაც ამან განაპირობა,“- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები