18 მაისი 2024,   15:59
ვრცლად
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2017-18 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2017-18 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა. ორწლიან სტრატეგიაში კომიტეტის კანონშემოქმედებითი პრიორიტეტები განისაზღვრა, მათ შორის მოხვდა სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოების რეფორმა და საარჩევნო კანონმდებლობა.

გეგმაში ასევე ასახულია თუ როგორი უნდა იყოს კომიტეტის საზედამხედველო ფუნქცია. სტრატეგია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით შემუშავდა.

„ამ გეგმის მნიშვნელობა არის ძალიან დიდი ჩვენთვის, ასევე ყველა იმ პირისთვის, ვინც არის დაინტერესებული ზოგადად პარლამენტის საქმიანობაში,“ - აცხადებს ფრაქცია ქართული ოცნების წევრი თამარ ჩუგოშვილი.

დღის ამბები