18 მაისი 2024,   17:02
ვრცლად
პრეზიდენტის არჩევის წესი - ოპოზიცია ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა

არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომელმაც აღნიშნა, რომ პოლიტიკური ოპონენტებისგან მყარი არგუმენტები არ მოუსმენიათ.

მათთვის გაუგებარია, როდის უნდა მოესმინა ირაკლი კობახიძეს ოპოზიციის წევრების მყარი არგუმენტები, რადგან ამ საკითხზე საფუძვლიანი განხილვები არ ყოფილა.

„დრაფტი, რომელიც ხელისუფლებამ წარმოადგინა, თუ რა მიაჩნია მას საჭირო ცვლილებების დრაფტზე, წერილობით დოკუმენტზე მუშაობის ფორმატში, ჩვენ ჯერ წერილობით დოკუმენტზე მუშაობის ფორმატში პრეზიდენტის ინსტიტუტამდე არ მივსულვართ. თუკი ჩვენ ვდგავართ რაიმე პრობლემის წინაშე, ვდგავართ ხელისუფლების აბსოლუტური უზურპაციის პრობლემის წინაშე, მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან,“- განაცხადა თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარემ, შალვა შავგულიძემ.

პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით განცხადება ლეიბორისტულ პარტიაშიც გაკეთდა.

„რა პროექტიცაა შემოტანილი, ეს ნიშნავს, რომ 3 ოთახში გამოკეტილი კანცელარიის ცერემონმაისტერი იქნება, რომელსაც გააგზავნიან დელეგაციის დასახვედრად, ან სამძიმრის დეპეშებს გააგზავნიან, ეს არის განსხვავება ჩვენსა და მათ პოზიციას შორის, მოსახლეობას არ უნდა წაართვა სუვერენული უფლება სახელმწიფოს მეთაური აირჩიოს თავად,“- განაცხადა გიორგი გუგავამ.

 

დღის ამბები