18 მაისი 2024,   14:02
ვრცლად
სუს-ის 2016 წლის ანგარიში - ოპოზიციას კითხვები უკვე მომზადებული აქვს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ხვალ დეპუტატებს 2016 წლის ანგარიშს წარუდგენს. ნაციონალური მოძრაობის მთავარი კითხვა ქვეყანაში უკანონო ფარული მიყურადების პრაქტიკის გაგრძელებას უკავშირდება. პარტიაში აცხადებენ, რომ ე.წ. მოსმენების კანონს ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის იყენებს.

სუს-ის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაზე საუბრობენ ევროპულ საქართველოშიც. პარტიას აინტერესებს, რა ეტაპზეა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრების გავრცელების შემდეგ გამოძიება.

ოპოზიციის ბრალდებებისთვის სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს პასუხის გაცემა არ ისურვეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, სუს-ის უფროსის მოადგილე ოპოზიციის შეკითხვებს ხვალ, ანგარიშის წარდგენის დროს უპასუხებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში 10 თავს მოიცავს. ტერორიზმთან ბრძოლას დოკუმენტში ყველაზე დიდი ადგილი ეთმობა.

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2016 წელს 164 ორგანიზაციასა და დაწესებულებაზე სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების ნებართვა გაიცა. სუს-ი ანგარიშში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასაც მიმოიხილავს.

 

დღის ამბები