18 მაისი 2024,   17:03
ვრცლად
სოციალურად დაუცველის სტატუსის გარეშე - და-ძმა საათაშვილები საპირფარეშოში ცხოვრობენ

უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები და-ძმა, რომელთა ერთადერთი თავშესაფარი საზოგადოებრივი საპირფარეშოა. 60 წლის ქალი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, საპირფარეშოში ძმასთან ერთად ცხოვრობს. ნაზი საათაშვილს რამდენიმე წლის წინ სოფელში სახლი დაენგრა და ძმასთან ერთად ქუჩაში დარჩა. ახლა ისინი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ საათაშვილებს ამ პირობებში უწევთ ცხოვრება, მათ სოციალურად დაუცველის სტატუსი არ აქვთ.

გორის ავტოსადგურის საპირფარეშოში მცხოვრები საათაშვილების შესახებ ინფორმაცია აქვთ გორის რაიონის გამგეობაში. მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ოჯახს დახმარება არა ერთხელ გაუწიეს. და-ძმას 4 წლის წინ გამგეობამ ბინაც უქირავა, სადაც მათთან ერთად კიდევ შვიდი ადამიანი ცხოვრობდა.

რამდენიმე წელია მერია საათაშვილების ოჯახს ბინის ქირას თვეში 100 ლარის ოდენობით უხდის. თუმცა, ძმასთან კონფლიქტის გამო, ნაზის და თამაზს მერიისგან ნაქირავები სახლის დატოვებაც მოუწიათ. ისინი ხელისუფლების დახმარების მოლოდინში არიან.

დღის ამბები