17 მაისი 2024,   06:36
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები - არასამთავრობოები რისკებსა და საფრთხეებზე საუბრობენ

საკონსტიტუციო კომისიაში ჩართული სამოქალაქო სექტორი საკონსტიტუციო ცვლილებებიდან მომდინარე რისკებზე და რეალურ საფრთხეებზე საუბრობს.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის შემთხვევაში, საპარლამენტო მანდატების განაწილების ის წესი, რომელსაც ქართული ოცნება საკონსტიტუციო კომისიას სთავაზობს, ხელს უწყობს უმრავლესობას პრეზიდენტის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა დანიშნოს.

ამ საკითხს სამოქალაქო სექტორი დღევანდელ შეხვედრაზეც დააყენებს. კონსტიტუციონალისტთა და არასამთავრობო ორგანიზაციების  წევრთა  აზრით, კარგი იქნება თუ კონსტიტუციაში პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშის ჩაბარების ვალდებულება ექნება პრემიერ-მინისტრს.

„თუ პარლამენტის მოქმედი საარჩევნო სისტემა შენარჩუნდა, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ძალიან მარტივად არჩევნებში გამარჯვებულმა პარტიამ მისთვის მისაღები კანდიდატი გაიყვანოს სახელმწიფოს მეთაურად. ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრობლემად მე ვსახავ მთავრობის ანგარიშგებას პარლამენტთან, ვთვლი, რომ პარლამენტის წინაშე ყოველწლიურად პრემიერ-მინისტრი უნდა წარდგეს სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ანგარიშით, რაც დღეს არ გვაქვს და ფაქტობრივად ვიმყოფებით კომიკურ სიტუაციაში,“-განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები