17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დაამტკიცა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროგრამა-კვირიკაშვილი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა დამტკიცებულია. ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, პროგრამა მნიშვნელოვანია სივრცითი მოწყობის ფარგლებში არაერთი პროექტის განვითარების და განხორციელების მიზნით.

პრემიერის განცხადებით,  ამ კუთხით აქტიური სამუშაოები გასწია ფინანსთა სამინისტრომ და ეროვნულმა ბანკმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით,  სავალუტო ფონდის მიერ პროგრამის დამტკიცება მნიშვნელოვანი გზავნილია პოტენციური ინვესტორისთვის.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დაამტკიცა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროგრამა. ეს არის ძალიან ინტენსიური, მძიმე მუშაობის შედეგი, რომელიც ფინანსთა მინისტრმა გასწია ეკონომიკურ გუნდთან ერთად. ფინანსთა სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ მიმართულებით და ეს პროგრამა არის უმნიშვნელოვანესი ყველა იმ პროგრამის განსახორციელებლად რომელსაც ჩვენ ვაანონსებთ. ყველა ამ გეგმის განსახორციელებლად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მწვანე შუქია ანთებული რაც ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი ეს განხორციელდება და რეალობა გახდება საქართველოში,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დღის ამბები