17 მაისი 2024,   07:33
ვრცლად
ვახტანგ რჩეულიშვილი გარდაიცვალა

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი და კომპანია ცენტრ პოინტის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვახტანგ რჩეულიშვილი დღეს 11:30-ზე თოდუას კლინიკაში 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსთავი 2-ს ოჯახის წევრმა, ნინო დარასელმა განუცხადა. 

ვახტანგ რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაში, 2017 წლის მარტში მოათავსეს. ის მკურნალობის კურსს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა. 

ბიზნესსაქმიანობის დაწყებამდე, ვახტანგ რჩეულიშვილი, იყო საქართველოს მე-3, მე-4, მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი. 1992-95 წლებში კი იკავებდა საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერის თანამდებობას. 

 

დღის ამბები