17 მაისი 2024,   10:53
ვრცლად
ეს არის უკვე მტკიცებულება, რომ ხარშილაძის მიმართ განხორციელდა ძალადობა - ადვოკატი გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე საუბრობს

გაზეთ ქრონიკა პლიუსის რედაქტორის, ელისო კილაძის შვილის ადვოკატები საქმეში ახალ გარემოებაზე საუბრობენ. დავით ხარშილაძის დაკავების კადრები დღეს გავრცელდა. დღეს დაცვის მხარე სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მიმართავს.

ადვოკატების განცხადებით, თვითმხილველის, შორენა ლალიაშვილის ვიდეოჩანაწერში კარგად ჩანს, რომ ჩხრეკას არა 3, არამედ 12-მდე სამართალდამცველი ესწრებოდა. მოწმე ასევე აცხადებს, რომ მოთხოვნის მიუხედავად, ის ჩხრეკის პროცესს არ დაასწრეს.

„აღნიშნული კადრები ეს არის უკვე მტკიცებულება, რომ ნამდვილად, ხარშილაძის მიმართ განხორციელდა ძალადობა, გაყალბებულია დოკუმენტები, რომლებიც შევსებულია საგამოძიებო მოქმედებების დროს,“ - განაცხადა ნათია კოტრიკაძემ.

თვითმხილველი, შორენა ლალიაშვილი დღეს 15:00 საათზე პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები