17 მაისი 2024,   09:21
ვრცლად
სახალხო დამცველი ხარშილაძის საქმის ობიექტური გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს

ქრონიკა პლიუსის რედაქტორი, ელისო კილაძის შვილის საქმეზე კომენტარი სახალხო დამცველმა გააკეთა. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მისი აპარატის წარმომადგენლები რამდენიმე დღის წინ დაკავებულს შეხვდნენ და დაკავების დეტალებზე მიიღეს ინფორმაცია. ნანუაშვილი ხარშილაძის საქმის ობიექტური გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.

„ჩვენ საუბარი გვქონდა იმაზე, რომ პროკურატურას უნდა გამოეძიებინა დაზიანებებთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია და გადაემოწმებინა, თუ როდის და რა გარემოებებში მოხდა ასეთი დაზიანებების მიყენება. ასევე არის მნიშვნელოვანი საქმის დეტალები, მათ შორის პროცესუალური დარღვევები, რომელზეც თვითონ დაკავებული საუბრობს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს ფაქტი იქნას გადამოწმებული და გამოძიების რეაგირება მოხდეს ამ საკითხებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა უჩა ნანაუაშვილმა.

დღის ამბები