17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
ვიშეგრადის ოთხეული აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას მხარს უჭერს

ვიშეგრადის ოთხეული აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას მხარს უჭერს. ეს გადაწვეტილება პოლონეთში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების შეხვედრაზე მიიღეს.

პოლონეთის, უნგრეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების გარდა შეხვედრას პოლონეთში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ.

დოკუმენტში, რომელიც მათ მიიღეს წერია: „აღმოსავლეთ პარტნიორობას უნდა ჰქონდეს თვალსაჩინო პოლიტიკური ნარატივი და ახალი სტრატეგიული ხედვა. ამ კონტექსტში, ვიშეგრადის ოთხეულის საგარეო საქმეთა მინისტრები თანხმდებიან, რომ ბრიუსელში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის მომდევნო სამიტის დეკლარაციაში უნდა აისახოს პარტნიორი ქვეყნების განსხვავებული მისწრაფებები და დაინტერესებული პარტნიორებისთვის შეთავაზებულ უნდა იქნას ევროპული პერსპექტივა.”

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ბევრად მეტი ამბიცია გააჩნია. 

"სტაბილური აღმოსავლეთ სამეზობლოს არსებობა ევროპის უსაფრთხოების ინტერესში შედის. სწორედ ამიტომ ვუბიძგებთ აღმოსავლეთ პარტნიორობის უფრო სწრაფი გზისკენ და მოქნილი მიდგომისკენ ევროკავშირს. ამ თვალსაზრისით, ვიშეგრადის ქვეყნები მომავალშიც ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ," - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.

დღის ამბები