17 მაისი 2024,   10:06
ვრცლად
დავით ბაქრაძე უმუშევრობის დასაძლევად გამოსავალს მცირე ბიზნესის დახმარებაში ხედავს

ევროპული საქართველო მოსახლეობისთვის ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამის გაცნობას განაგრძობს. პროგრამისა და ინიციატივების დეტალები დავით ბაქრაძემ ქალაქ გორში მცირე ბიზნესით დაკავებულ მეწარმეებს გააცნო.

პროექტის მიხედვით, დღიურად 270 ლარამდე საშუალო ბრუნვის მქონე ბიზნესი არ უნდა დაიბეგროს, ხოლო 550 ლარამდე დღიური შემოსავლის საშუალო ბიზნესმა არ უნდა გადაიხადოს დამატებული ღირებულების გადასახადი.

ბაქრაძის განცხადებით, ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მცირე მეწარმეებისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება.

„უმუშევრობასთან ბრძოლა უნდა დავიწყოთ მცირე ბიზნესის დახმარებით. ეს არის ევროპული საქართველოს ინიციატივა, რომ კონკრეტულად დავეხმაროთ მცირე ბიზნესს, რომ 200 ათასამდე გავზარდოთ დღგ-ს ზღვარი, რომ გავაუქმოთ ბრუნვის 5 პროცენტიანი გადასახადი,“ - აცხადებს დავით ბაქრაძე. 

დღის ამბები