07 მაისი 2024,   08:54
ვრცლად
საერთაშორისო სტანდარტის სრული იგნორირება - მიხეილ ჯანელიძე სერგეი ლავროვის აფხაზეთში შესაძლო ვიზიტზე

„ეს არის სრული იგნორირება საერთაშორისო სტანდარტის, საერთაშორისო ნორმების,“ - ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, იმ ფაქტს, რომ აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩასვლას გეგმავს.

მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი პირველი არ არის ოკუპირებულ რეგიონებში. 2008-09-11-შიც განხორციელდა ვიზიტები, ეს არის სრული იგნორირება საერთაშორისო სტანდარტის, საერთაშორისო ნორმების და პრინციპების. რა თქმა უნდა, საერთაშორისო საზოგადოება უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ასეთი ტიპის პროვოკაციული ქმედებები და ნაბიჯები ხელს არ უწყობს კონფლიქტის დარეგულირებას,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

დღის ამბები