მორიგი გზავნილი ნატო-ს გენერალური მდივნისგან - იენს სტოლტენბერგი საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბრობს. მისი თქმით, საქართველო განაგრძობს წარმატებული რეფორმების განხორციელებას და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, რაც ნატო-ში გაწევრიანების პროცესის ნაწილია.
ნატო-ს გენერალური მდივანი ადასტურებს, რომ ალიანსი გაფართოვებას განაგრძობს. შესაბამისად, ასპირანტ ქვეყნებს რეალური შანსი აქვთ ორგანიზაციის წევრები გახდნენ.
ივნისში ნატოს კიდევ ერთი წევრი, მონტენეგრო დაემატება და ალიანსი უკვე 29 ქვეყნით იქნება წარმოდგენილი.
საქართველოსა და სხვა ქვეყნების მიღების საკითხთან დაკავშირებით იენს სტოლტენბერგმა დღეს რუსეთს კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ ნატო-ში გაწევრიანების საკითხი მხოლოდ ასპირანტი ქვეყნისა და ალიანსის გადასაწყვეტია.
ეს განცხადებები სტოლტენბერგმა შეერთებულ შტატებში ვიზიტისას გააკეთა.