04 მაისი 2024,   10:58
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები - ერთ კვირაში გაირკვევა დაუჭერს თუ არა მხარს მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ოპოზიცია

საკონსტიტუციო კომისიაში დარჩენილი ოპოზიცური პარტიები ბოიკოტის გამოცხადებას ამ ეტაპზე არ აპირებენ. თუ კომისიის მიერ შემუშავებულ საბოლოო რედაქციაში მათი პოზიციები გათვალისწინებული არ იქნება, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები კენჭისყრაში არ მიიღებენ მონაწილეობას, რაც მათი განმარტების ასევე ბოიკოტის ფორმაა.

ნაციონალურ მოძრაობაში თვლიან, რომ უმრავლესობა პრინციპულ საკითხებზე კომპრომისზე არ წავა, სწორედ ამ მიზეზით დატოვა პარტიამ საკონსტიტუციო კომისია.

ქართული ოცნება ბოიკოტის რეჟიმში გადასულ პარტიებს პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს.

არასაპარლამენტო ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ბოიკოტის ფონზე კომისიის მიერ მომზადებული პროექტი ნაკლებად ლეგიტიმური იქნება, ამიტომ კომისიაში შემავალ პარტიებს მუშაობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებების პროექტზე მუშაობა ერთ კვირაში უნდა დაასრულოს, სწორედ მაშინ გახდება ცნობილი დოკუმენტს მხარს დაუჭერენ თუ არა კომისიაში დარჩენილი ოპოზიციური პარტიები.

 

დღის ამბები