19 მაისი 2024,   22:25
ვრცლად
გაძლიერებული ოკუპირებული საზღვარი აფხაზეთთან - მოსახლეობა საფლავებზე გასვლას ვერ ახერხებს

გაძლიერებული ოკუპირებული ე.წ. საზღვარი აფხაზეთთან - მოსახლეობა წინაპრების და ახლობლების საფლავებზე ვერ გადის. ადმინისტრაციული საზღვარი, რომლის გადაკვეთაც ბოლო პერიოდში ისედაც გართულებული იყო, ამჯერად თითქმის ჩაკეტილია.

რუსი ოკუპანტები ბოლო დღეების განმავლობაში გაცემულ სპეციალურ საშვს ითხოვენ. ამის გამო ქართულმა მოსახლეობამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე საფლავებზე გასვლა ვერ შეძლო. რამდენიმე ქართველს კი, რომლებიც ე.წ. საზღვარზე რამდენიმე დღის წინ გადავიდნენ, უკან დაბრუნების პრობლემა შეექმნათ.

ადგილობრივების ინფორმაციით, ოკუპირებული საზღვრის გაძლიერება სერგეი ლავროვის მოსალოდნელ ვიზიტს უკავშირდება.

 

დღის ამბები