19 მაისი 2024,   20:39
ვრცლად
საკონსტიტუციო კომისია ხვალ მუშაობას დაასრულებს

ხვალ უნდა დაასრულოს საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა. სავარაუდოდ, სამშაბათსვე წარმოადგენს უმრავლესობა კონსტიტუციის სამუშაო ვერსიას, რის შემდეგაც მისი ჯერ პარლამენტში ინიცირება მოხდება, შემდეგ კი, საჯარო განხილვები დაიწყება.

სამუშაო ვერსიის გაცნობის შემდეგ გადაწყვეტენ საკონსტიტუციო კომისიაში დარჩენილი ოპოზიცური პარტიები, გადავლენ თუ არა ბოიკოტის რეჟიმზე. იმ შემთხვევაში თუ საკვანძო საკითხები - პრეზიდენტის არჩევის წესი, საარჩევნო ბლოკებისა და მანდატების თემები უცვლელი დარჩება, ისინი კომისიას დატოვებენ.

ნაციონალურ მოძრაობაში თვლიან, რომ უმრავლესობა პრინციპულ საკითხებზე კომპრომისზე არ წავა, სწორედ ამ მიზეზით დატოვა პარტიამ საკონსტიტუციო კომისია რამდენიმე დღის წინ.

„ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ერთპიროვნულად ბიძინა ივანიშვილის მიერ. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ჯერ კიდევ 2012-ში, რომელიც მან ვერ განახორციელა იმ მიზეზის გამო, რომ არ ჰქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა,“ - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

პროტესტის ნიშნად საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას არ გამორიცხავს პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო.

დღის ამბები