19 მაისი 2024,   19:32
ვრცლად
ჩარლი ჩაპლინის დაბადების დღე შვეიცარიაში ორიგინალურად აღნიშნეს

შვეიცარიაში ორიგინალურად აღნიშნეს ლეგენდარული რეჟისორისა და მსახიობის ჩარლი ჩაპლინის დაბადების დღე.

ქალაქ კორსიე სიურ-ვევეს მოედანზე ფილმ მაწანწალის მთავარი გმირის სამოსში გამოწყობილი 662 ადამიანი შეიკრიბა და რეკორდის დამყარება სცადა. ერთ-ერთი სცენა ფილმში სწორედ ამ მოედანზეა გადაღებული.

აქციაც და საიუბილეო ღონისძიებებიც ჩარლი ჩაპლინის მუზეუმის მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც ერთი წლის წინ გაიხსნა და უკვე 300 ათასზე მეტი დამთვალიერებელიც ჰყავდა.

დღის ამბები