19 მაისი 2024,   18:27
ვრცლად
წინაპრების საფლავების გარეშე დარჩენილი მოსახლეობა - ოპოზიცია ხელისუფლების არასწორ პოლიტიკაზე საუბრობს

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსახლეობისთვის შექმნილ ხელოვნურ ბარიერებს, რომლის გამოც მოსახლეობა საკუთარი წინაპრების და ახლობლების საფლავებზე გასვლას ვერ ახერხებს, ხელისუფლების ლმობიერ პოლიტიკას უკავშირებს ოპოზიცია. მათი თქმით, მსგავსი პრობლემების გადასაჭრელად არა ერთი ფორმატი არსებობს, თუმცა ეფექტურად ხელისუფლება არცერთ მათგანს იყენებს.

„ხელისუფლებამ ფაქტობრივად ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველო გამქრალიყო ყოველგვარი საერთაშორისო დღის წესრიგდან, რაც მოგვცემდა იმის საშუალებას, რომ რუსებზე განგვეხორციელებინა ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე ზეწოლა. ასევე, ეს ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი, ან ნებისმიერი სხვა არხი, რითაც ქართული მხარე ურთიერთობს რუსეთთან, არანაირ შედეგს არ იძლევა,“ - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი კოტე იოსელიანი.

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი სერგო რატიანი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას უფრო მეტი უნდა ემუშავა საერთაშორისო ზეწოლის მიმართულებით, რათა ადამიანის უფლებები იყოს გაცილებით დაცული.

„ჩვენ ვიცით, რომ სკოლები იხურება ქართულ ენაზე და მსგავსი შემთხვევებია,“ - აღნიშნა რატიანმა.

ავტორი: ქეთა ციცქიშვილი. 

დღის ამბები