19 მაისი 2024,   18:54
ვრცლად
...არ მიეცი უფლება და საშუალება, რომ მოგვეკლა ჩვენი პატრიარქი - მეუფე იაკობი ციანიდის საქმეზე

„უფალო, დიდი მადლობა, რომ აგვარიდე ძალიან მძიმე დანაშაულს, რომლის შემდეგაც უდიდესი წყევლა გადმოვიდოდა ჩვენს ერზე და როგორც მოსიყვარულე მამამ, არ მიეცი უფლება და საშუალება, რომ მოგვეკლა ჩვენი პატრიარქი,“ - განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, ლოცვის დასრულების შემდეგ ე.წ. ციანდის საქმეზე.

ქადაგებისას ის ამბობს, რომ ჩახედულია ამ საკითხში.

"ამას იმიტომ ვამბობ, რომ თავიდან ბოლომდე ჩახედული ვარ და მე არ მჭირდება და არც შენ არ გჭირდება, უფალო, უდანაშაულობის პრეზუმცია. ვიცით, რაც ხდებოდა. გულწრფელად მეცოდებიან ისინი. მადლიერი ვართ შენი, რომ აარიდე იმ აზრს და თუ შეინანებენ, აბსულუტურად არავინ არ ვიქნებით ისეთი ადამიანები, რომლებიც, პირიქით, სინანულის მერე გვერდში არ დავუდგებით და ჩვენც ვიტვირთავთ მერე მაგ უმძიმეს დანაშაულს," - აღნიშნა მეუფე იაკობმა. 

დღის ამბები