19 მაისი 2024,   16:49
ვრცლად
მთავრობამ პარლამენტს თამბაქოს შესახებ კანონპროექტი დაუწუნა

მთავრობამ პარლამენტს თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტი დაუწუნა. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, აკაკი ზოიძეს 17 გვერდიანი წერილი გაუგზავნა, სადაც რიგი შენიშვნებია იმ აკრძალვებთან დაკავშირებით, რომელიც თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროქტში უნდა შევიდეს.

ერთ-ერთი მუხლი ეხება კანონპროექტში არსებულ ჩანაწერს, რომლის თანახმადაც, უნდა აიკრძალოს თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარების და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების განლაგება ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლზე, თაროზე ან ნებისმიერი სხვა სახით იმგვარად, რომ ის ხილვადია ობიექტის შიგნიდან ან გარედან.

მთავრობა მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს მომხმარებლისთვის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა, ხოლო აღნიშნული ცვლილება კანონში მნიშვნელოვნად დააზარალებს იმ ობიექტებს, სადაც თამბაქოს რეალიზება ხდება. 

მთავრობის ინფორმაციით, „საქართველოში დაახლოებით, ასეთი 10 000 სავაჭრო წერტილია, სადაც მხოლოდ პროდუქციის განლაგებაში ყოველწლიურად დაახლოებით, 35 მილიონი ლარი იხარჯება. თამბაქოს პროდუქციით საცალო ვაჭრობაში დასაქმებულთა რაოდენობა საშუალოდ 22 000 ადამიანს აღწევს,“ - წერია მთავრობის დასკვნაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები