19 მაისი 2024,   17:13
ვრცლად
სერგეი ლავროვი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საელჩოს გახსნას გეგმავს - პოლიტიკური შეფასებები

აფხაზეთში საოკუპაციო საზღვარი ჩაკეტილია და უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. სოხუმში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ელოდებიან. ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს სერგეი ლავროვი რაულ ხაჯიმბასთან განიხილავს, ამასთან ერთად, ლავროვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საელჩოს შენობას გახსნის.

ოპოზიცია საქართველოს მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს. მათი აზრით, ეს საკითხები საერთაშორისო პლატფორმებზე ხმამაღლა უნდა განიხილებოდეს და რუსეთმა თავისი ქმედებებისთვის პასუხი უნდა აგოს.

ოპოზიცია თვლის, რომ რუსეთი, პირველი დიპლომატის სოხუმში ვიზიტით ოკუპირებულ ტერიტორიებზე პოზიციებს იმყარებს და ანექსიის პოლიტიკას აგრძელებს.

ამ ბრალდებებს ხელისუფლებაში არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ რუსეთის ქმედებების დასაგმობად ყველა საშუალებას იყენებენ.

სერგეი ლავროვი ოკუპირებულ აფხაზეთში 18 და 19 აპრილს დარჩება. რუსეთის საგარეო უწყება ჯერჯერობით არ ასაჯაროებს კონკრეტულ თემებს, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმსა და რუსეთის მთავარ დიპლომატს შორის შეხვედრების დღის წესრიგშია.

ამავე თემაზე
დღის ამბები