13 დეკემბერი 2024,   14:20
ვრცლად
სროლის ხმა ისმოდა ქუთაისის ცენტრში

სროლის ხმა ისმოდა დღის ბოლოს ქუთაისის ცენტრში, პუშკინის ქუჩაზე. ერთ-ერთი ადგილორივი მოსახლის მტკიცებით, მეზობლმა ცეცხლი მისი სახლის მიმართულებით გახსნა. ნასროლია სამი ტყვია. ინცინდეტის შედეგად არავინ დაშავებულა. თუმცა, დაზიანებულია ჭიშკარი.

ბუნა ხოტოველი ყვება, რომ კონფლიქტი მეზობლებს შორის წლების წინ დაიწყო. მიზეზი კი 17 წლის წინ მისი ბინის ქურდობა გახდა.

ეზობელი, რომელმაც ისროლა გაქცეულია, მას პოლიცია ეძებს. სისხლის სამართლის საქმე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები