15 მაისი 2024,   23:26
ვრცლად
გორში ოქონობას აღნიშნავენ - დღესასწაული უკავშირდება ოქონის ხატს, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნეოდა

გორში დღეს საეკლესიო დღესასწაულს - ოქონობას, აღნიშნავენ, რომელიც უკვე მე-14 წელია, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრიას კურთხევით იმართება.

დილიდან ოქონის მშენებარე ტაძარში საზეიმო წირვა მიმდინარეობს. შემდეგ კი გორელები სასულიერო პირებთან ერთად ფეხით მოივლიან და ქალაქს აკურთხებენ.

დღესასწაული უკავშირდება ოქონის ხატს, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნეოდა. ხატი 991 წელს ქართულ–ოსური კონფლიქტის დროს დაიკარგა. 10 წლის შემდეგ კი ერის საგანძური კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს და ის სახელმწიფომ გამოისყიდა.

ამ დროისთვის ხატი თბილისის სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

დღის ამბები