26 აპრილი 2024,   08:54
ვრცლად
საკონსტიტუციო კომისიაში გადასახადების გაზრდასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების გაუქმება კვლავ განხილვის საკითხია

გადასახადების გაზრდისთვის რეფერენდუმის ჩატარება კვლავ განხილვის საგანია. საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე საკითხის გადაწყვეტას დისკუსიის შემდეგ ელოდება.

თუ დეპუტატ გია ჟორჟოლიანის ინიციატივას უმრავლესობა მხარს დაუჭერს, მომავალში ხელისუფლებას ნებისმიერი გადასახადის გაზრდა საკუთარი სურვილით შეეძლება.

მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესწრეები სიახლეს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, თავისუფლების აქტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტის გაუქმებით, გია ჟორჟოლიანის აზრით, ეკონომიკა არ იზარალებს.

საინვესტიციო გარემოს გაუარესება და ეკონომიკური ზრდის შეფერხება - ეს ის მოლოდინია, რომელსაც ოპოზიცია თავისუფლების აქტში ჩარევის შემთხვევაში პროგნოზირებს.

ექსპერტები რეფერენდუმის გვერდის ავლით სახელმწიფო გადასახადების გაძვირების მოსალოდნელ უარყოფით შედეგებზე საუბრობენ.

გაუქმდება თუ არა თავისუფლების აქტი, ჯერჯერობით უცნობია. ეს საკითხი კომისიის მიერ შემუშავებულ საბოლოო რედაქციაში რომც მოხვდეს, იმის გამო, რომ მოწინააღმდეგეები მმართველ გუნდშიც ჰყავს, მხოლოდ საპარლამენტო განხილვებისას გადაწყდება.

დღის ამბები