27 აპრილი 2024,   05:02
ვრცლად
ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულები გაათავისუფლეს

ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულები გაათავისუფლეს.

სოფელ ჯარიაშენის მკვიდრნი ლევან ბოლოთაშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი და რევაზ სრესელი სოფელ არცევში ორი დღის წინ დააკავეს.

ისინი მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ სასაფლაოზე მიდიოდნენ. გათავისუფლებულები შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში დაკითხეს, თუმცა მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ლევან ბოლოთაშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი და რევაზ სრესელი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა, სავარაუდოდ სასამართლოს პროცესისა და საჯარიმო თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა.

დღის ამბები